ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილის პროგნოზი
ამობეჭდვა · 18 / 07 / 2018 23:18
ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილის პროგნოზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"გრიგოლ ვაშაძე საქართველოს შემდეგი პრეზიდენტია.ამაში დარწმუნებული ვარ,რადგან არსებული რეალობის გათვალისწინებით,არც ოპოზიციას და მით უფრო,ვითომ ხელისუფლებას არ შეუძლიათ მიახლოებითაც კი ამ კალიბრის და დამსახურებების კანდიდატის დასახელება.
ვაშაძეს აქვს საქართველოს გადარჩენის და მომავლის ზუსტი ხედვა, რასაც მე სრულად ვიზიარებ...
ახლა მთავარია ბევრი ადამიანის ჩართვა გადამწყვეტ ბრძოლაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა და წარსულში უთანხმოებებისა.
ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, მდაბიო ოლიგარქის მიუღებლობა და ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მომავლის შექმნის სურვილი.
ჩვენ -ქართველი ხალხი,აუცილებად გავიმარჯვებთ!
იდეა დაამარცხებს ფულს,
სიმართლე ტყუილს და სიკეთე ბოროტებას", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

ტეგები