ვენის მეტროში მგზავრებს 14 000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგეს
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 00:11
ვენის მეტროში მგზავრებს 14 000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგეს

ავსტრიის დედაქალაქის მთავრობამ სპეციალური კამპანიის ფარგლებში მეტროს მგზავრებს 14 000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგა. ამის შესახებ Telegraph-ზე დაყრდნობით "იმედინიუსი" წერს.

საჩუქარს თან ახლდა მეტროს რუკა და წარწერა „კიდევ მეტი თავდაჯერებულობა გზაში“.

როგორც ტაბლოიდი Bild-ი წერს, ვენის მეტროს ვაგონების მხოლოდ ნახევარია კონდიცირების სისტემით აღჭურვილი.

სექტემბრიდან ავსტრიის დედაქალაქის მეტროში არომატული საკვების ჭამა აიკრძალება.

ტეგები