დაიჭირეთ თავი შორს ხორვატიის ნაკრებისგან, გასახდელში თქვენ არავინ დაგპატიჟებთ - დალიჩის მიმართვა პოლიტიკოსებს
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 10:17
დაიჭირეთ თავი შორს ხორვატიის ნაკრებისგან, გასახდელში თქვენ არავინ დაგპატიჟებთ - დალიჩის მიმართვა პოლიტიკოსებს

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მეშვეობით გააკეთა განცხადება, რომელშიც ხორვატ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ეროვნული ნაკრების წარმატებები პირადი იმიჯის გასაუმჯობესებლად არ გამოიყენონ.
 
"ფეხბურთელთა ამ თაობამ წარმოაჩინა, რომ გუნდს წარმატების მიღწევა ქვეყნის, სტადიონებისა და ბიუჯეტის განურჩევლად შეუძლია. ამ სიტყვებს ხორვატიაში არსებული მძიმე ვითარების გამო ვწერ. ის ევროკავშირში ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა და მას მართავს ხალხი, რომლებსაც დანაშაულის ორგანიზაციასთან აქვს კავშირები. ხორვატი არის ქვეყანა, რომელიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე 20-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. დღეს ამ ქვეყნის უამრავ ადამიანს თავისი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია, ახალგაზრდა ადამიანები განათლებას ვერ იფინანსებენ, ჯანდაცვის სამინისტრო თვალსა და ხელს შუა იმსხვრევა - იურიდიული სისტემა კი კორუმპირებულია.
 
მივმართავ პოლიტიკოსებს და ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს, რომლებმაც ხალხი სასოწარკვეთამდე მიიყვანა - დაიჭიეთ თავი შორს ხორვატიის ნაკრებისგან. გასახდელში თქვენ არავინ დაგპატიჟებთ, თქვენთან არც ფოტოს გადაღება გვსურს და არც რაიმე სახის კავშირის დამყარება. სწორედ თქვენ აქციეთ ხორვატია ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად. ჩვენ გვყავს შვილები, რომლებსაც ზღვა არ უნახავთ, არადა, ხორვატიის ტერიტორიებზე 1000 კილომეტრზე მეტი სარბენი ხაზია. ჩვენ გვყავს შვილები, რომლებიც ძილის წინ შიმშილობენ, რადგან მათ მშობლებს სამსახური არ აქვთ და საჭმელიც არ გააჩნიათ.
 
ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას ასეთ რაღაცებს უშავებს, ჩვენ გასახდელში არ მიიღება. გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენ გადაწყვეტილებას, ნუ იცვამთ ნაკრების მაისურებს და საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად ჩვენს წარმატებას ნუ იყენებთ", - დაწერა დალიჩმა.
 
 

ტეგები