
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ. აშშ დოლარს (22.9 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 148.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2013-2018 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
ტეგები
USD | 2.6413 |
EUR | 2.9791 |
GBP | 3.3851 |
TRY | 0.5010 |