ჰაერში ტყვიის შემცველობის ერთადერთი დარეგულირებული სფერო საწვავის ხარისხია - სპეციალისტი
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 13:55
ჰაერში ტყვიის შემცველობის ერთადერთი დარეგულირებული სფერო საწვავის ხარისხია - სპეციალისტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი ამბობს, რომ ტყვიით დაბინძურების სავარაუდო წყაროებიდან ერთადერთი დარეგულირებული სფერო ხარისხიანი საწვავია.

მეგრელიშვილის თქმით, საქართველოში, ჰაერში იმაზე დაბალი ტყვიის შემცველობა ფიქსირდება, ვიდრე ევროპული სტანდარტია. მისი ინფორმაციით, 2005 წლიდან საქართველოში ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება აკრძალულია.

„ტყვიის შემცველობაზე კვლევა ტარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. 2017 წელს თბილისში ჰაერში ევროპულ ნორმაზე 37-ჯერ ნაკლები შემცველობის ტყვიის კონცენტრაცია დაფიქსირდა. 

მეგრელიშვილის განმარტებით, საცალო რეალიზაციის პუნქტებში სახელმწიფო საწვავის ხარისხს 2016 წლიდან აკონტროლებს. გარდა ამისა, საზღვარზე შემოსვლისას მოწმდება, რომ ქვეყანაში არ დაიშვას იმაზე დაბალი ხარისხის საწვავი, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ტყვიით დაბინძურების სავარაუდო წყაროებიდან ერთადერთი დარეგულირებული სფერო ეს არის სწორედ საწვავის ხარისხი“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

10 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წლის განახლებული ანგარიშით  მეთოდოლოგიური შეცდომა გამოასწორა და საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.

ტეგები