ლევან კობერიძე, ევროპაში ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში იღებს მონაწილეობას
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 14:58
ლევან კობერიძე, ევროპაში ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში იღებს მონაწილეობას

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) და ინგლისის პარლამენტის ლორდთა პალატის ყველა პარტიის საპარლამენტო ჯგუფის (APPG for drug policy reform) მოწვევით ესწრება ექსპერტებისა და ევროპის პარლამენტის წევრების მონაწილეობით გამართულ მრგვალ მაგიდას, რომლის მთავარი თემაა: „ნარკოპოლიტიკის რეფორმა ევროპაში - არსებული მონაცემები“.

„ეს შეხვედრა შესაძლებლობას აძლევს პარლამენტარებს ევროპის მასშტაბით გაიზიარონ გამოცდილება ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, იგი მოიცავს რამდენიმე პრეზენტაციას. აქცენტი კეთდება დისკუსიაზე და გამოცდილების გაზიარებაზე. განვიხილეთ დეკრიმინალიზაციის კანონი; დე ფაქტო დეკრიმინალიზაცია და დეპენალიზაცია; სამკურნალო კანაფის რეგულირება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოწვევები“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეხვედრას ესწრებიან ინგლისის, გერმანიის, შვედეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ესპანეთის და ესტონეთის პარლამენტის წევრები.

ტეგები