თეთნულდზე მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 15:01
თეთნულდზე მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს (ვიდეო)

მესტია - თეთნულდში სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა უკვე დაადგინეს.

​​სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.

​როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ​ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა

ცუდი მეტეოროლოგიური პირობების და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერჯერობით, ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.