სადისტურად მოკლული ლორა სმიტი ორსულად იყო - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
ამობეჭდვა · 19 / 07 / 2018 15:38
სადისტურად მოკლული ლორა სმიტი ორსულად იყო - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

მოკლული ამერიკელი სმიტების ოაჯახის ირგვლივ კითხვები არ მთავრდება და საზოგადოება გამოძიებისგან დამატებით დეტალებს ელის.

"რეზონანსთან" მარნეულის მოსახლეობა, სადაც გარდაცვლილი სმიტები 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მედიაში გავრცელებული წინასწარი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, საუბრობენ, რომ მათი ინფრომაციით, გამოძიება საქმეში კიდევ ორი ადამიანის ბრალეულობაზე მუშაობს და არსებობს განწყობა, რომ ეს პირები გაქცეულები არიან. ხოლო მათ დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ასევე, მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ლორა სმიტი, ორსულად იყო. თუმცა ამის შესახებ ექსპერტიზის პასუხები ჯერჯეერობით ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში მარნეულის მოსახლეობის მიერ დასახელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენდა ამბობენ, რომ გამოძიება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს და მკვლელობის რამდენიმე ვერსიას ამუშავებს.

 


წყარო