გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2018 13:42
გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს, ალგრიდას სტონჩაიტისს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი და ლიეტუვას მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მინდაუგას ზიკუსი.

შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. მინისტრმა ლიეტუვას მხარის წარმომადგენლებს სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე, დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ტეგები