პროკურატურა ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2018 15:35
პროკურატურა ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

პროკურატურა ქუმსიშვილი-ალავიძის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, დიმიტრი ქუმსიშვილი საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასთან დაკავშირებით გამოიკითხა. ზურაბ ალავიძე კი, იმ საეჭვო შესყიდვებთან დაკავშირებით გამოიკითხა, რასაც მისი მინისტრობის დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანხორციელებდა.

„საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ეკონომიკის და მდგარდი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ამ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს, მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვა.

გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა მეორე მინისტრიც, ზურაბ ალავიძე. ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რაც განხორციელდა ამ სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო, იურიდიული პირების მხრიდან. ამ საქმეებზე, რომლებზეც ინტენსიურად მიმდინარეოებს გამოძიება გამოიკითხა და გამოიკითხება ყველა ის პიროვნება ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ საქმეების მიმართ“, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

ტეგები