დავით ჭიჭინაძის გუნდში დარჩენაზე საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2018 16:55
დავით ჭიჭინაძის გუნდში დარჩენაზე საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს

პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის ფაქტს განმარტავს და ამბობს, რომ პარტიის სახელით გადაწყვეტილება მიღებულია, უმრავლესობის სახელით გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

"დავით ჭიჭინაძე პარლამენტის წევრად რჩება და მომავალში თავს სად მოიზარებს, დამოუკიდებელ კანდიდატად თუ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ეს მისი გადასაწყვეტია. უმრავლესობიდან გარიცხვას თავისი პროცედურა აქვს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება ლეგიტიმურად სამდივნოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა და მას შეუძლია, სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე გაასაჩივროს. მათ შორის ჰკითხოს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილების შესახებ იცოდა თუ არა და რა პოზიცია აქვს. მარტივად გაეცემა პასუხი, თუ გაასაჩივრებს. ეს არ არის პატარა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როცა პარტია პარლამენტის წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს და ეს მარტივად არ ხდება", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის ფაქტს გამოეხმუარა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, არსებობს ელემენტარული თამაშის წესები, პრინციპები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავის მისცემენ.

დავით ჭიჭინაძე მმართველი პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს. უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩილ თალაკვაძემ და თამარ ჩუგოშვილმა მიიღეს.

ტეგები