ხადას ხეობაში მოკლული სმიტები სამშობლოში გადაასვენეს
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2018 18:39
ხადას ხეობაში მოკლული სმიტები სამშობლოში გადაასვენეს

ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლული სმიტების ოჯახი სამშობლოში გადაასვენეს. გადასვენების ხარჯები აშშ-ს საელჩომ უზრუნველყო. რაიან და ლორა სმიტების და მათი ვაჟიშვილის ცხედრების სამშობლოში კიევის გავლით ჩაასვენებენ.

შსს-ის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაინს სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს კი, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი. უწყების ცნობით, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება. შსს-მ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მალხაზ კობაური დააკავა. დაკავებულს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ტეგები