„ამდენი ტყუილები და ჭორები მომწყინდა“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2018 18:54
„ამდენი ტყუილები და ჭორები მომწყინდა“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტური და დროული გამოძიება და ხეობაში ჰესის მშენებლობის შეჩერებაა.

როგორც აქციაზე მისულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ის სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას გააგრძელებს, მხოლოდ ამჯერად განსხვავებული მეთოდებით.

„ამდენი ტყუილები და ამდენი ჭორები უკვე მომწყინდა, სიმართლე გითხრათ და უკვე სხვა მეთოდებით ვაპირებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მეთოდებს, არ მივიჩნევ საჭიროდ, გავაჟღერო. არის ჩვენი განსაკუთრებული მეთოდები, რომ დავუპირისპირდეთ ამ უსამართლობას“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ტეგები