ჭადრაკის ფესტივალის გამარჯვებული 14 წლის უზბეკი მოჭადრაკე გახდა
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2018 20:48
ჭადრაკის ფესტივალის გამარჯვებული 14 წლის უზბეკი მოჭადრაკე გახდა

ჭადრაკში მე-13 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალის გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი 14 წლის უზბეკი მოჭადრაკე ჯავოჰირ სინდაროვი გახდა. მას ფულადი ჯილდო 6 ათასი ლარის ოდენობით გადაეცა.

წელს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 14 ქვეყნის 350-მა მოჭადრაკემ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა 10 სხვადასხვა ტურნირი, რომელშიც ასპარეზობდნენ საერთაშორისო ოსტატები, დიდოსტატები და ფიდე-ს რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები.

ჭადრაკში მე-13 საერთაშორისო ფესტივალს ფოთი 13 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით მასპინძლობდა.

ტეგები