ეკონომიკის სამინისტრო მზად არის, პროკურატურას ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2018 14:35
ეკონომიკის სამინისტრო მზად არის, პროკურატურას ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზად არის, პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილია საკითხები, რასთან დაკავშირებითაც უწყება პროკურატურას მიმართვის საფუძველზე დოკუმენტაციას გადასცემს. 

„საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას გადასცემს ე.წ. TIR პარკების მოწყობასთან დაკავშირებულ მის ხელთ არსებულ სრულ დოკუმენტაციას, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს-ერთიანი აკრედიტაციის ცენტრიდან“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სისტემის ამოქმედებასთან, ტესტირების ცენტრების აკრედიტაციის გაცემასთან დაკავშირებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და შემაჯამებელი შედეგების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მისი ყველა ქვემდებარე უწყება მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან და მიაწოდოს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტეგები