მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 73 კანდიდატმა გადალახა
ამობეჭდვა · 21 / 07 / 2018 16:09
მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 73 კანდიდატმა გადალახა

მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 233-დან 73-მა კანდიდატმა გადალახა. მათგან ერთი არის საერთო სპეციალიზაციით, 21 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციით, ხოლო 51 - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მონაწილეთა საერთო ოდენობის 30 პროცენტია.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ არ ჩატარებულა.  მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 28 ივლისს გაიმართება.

 

ტეგები