ქართველი წყალბურთელები დღეს თურქეთს შეხვდებიან
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2018 10:35
ქართველი წყალბურთელები დღეს თურქეთს შეხვდებიან

დღეს ბარსელონაში მიმდინარე ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეცამეტე ადგილისთვის გასამართ პლეიოფში პირველ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდია, რომელმაც მიმდინარე პირველობაზე, საქართველოს მსგავსად, ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი წააგო. ინფორმაციას „1tv“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს გამართულ ევროპის პირველობაზეც საქართველოს ნაკრებმა მეცამეტე ადგილისთვის იბრძოლა და მისი პირველი მეტოქე მაშინაც თურქეთი იყო. ჩვენმა გუნდმა თურქები 12-11 დაამარცხა, შემდეგ კი სლოვაკეთთან 10-9 დამარცხდა და მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა.

ტეგები