გლდანში "ბეკოს" მაღაზია გაძარცვეს
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2018 12:28
გლდანში "ბეკოს" მაღაზია გაძარცვეს

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე „ბეკოს“ მაღაზია გაძარცვეს. წაღებულია დაახლოებით 15 ტელეფონი. მათივე ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 22 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
 
„ბეკოს“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, დანაშაული არასრულწლოვანთა დაჯგუფებას უკავშირდება. „დღემდე მაღაზია კიდევ ორჯერ გაძარცვეს. ეს მესამე შემთხვევაა, თუმცა გამოძიებული აქამდე არც ერთი საქმე არ არის", - განაცხადეს „ბეკოში“.
 

ტეგები