მწერის ნაკბენით მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2018 12:49
მწერის ნაკბენით მარნეულის მუნიციპალიტეტში კაცი გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის მცხოვრები 65-წლამდე კაცი, სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, კაცი ანაერობული ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება და ორგანიზმში მხოლოდ მწერის მიერ ადამიანის დაკბენის ან კანის ზედაპირის გაკაწვრის შედეგად ხვდება. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

,,კაცი წასული იყო სათევზაოდ და იქიდან დაბრუნდა უკვე ინფიცირებული. ეს ინფექცია მწერის დაკბენის შედეგად შეხვდა თუ სხვა მიზეზით, ჯერ არ ვიცით. ანაერობული ინფექცია ჰაერწვეთოვანი არ არის და რითი გარდაიცვალა, რამ უკბინა, ამ ეტაპზე არც ოჯახის წევრებმა იციან. საბოლოო პასუხი გარდაცვალების მიზეზის თაობაზე ლაბორატორიული კვლევის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.