ილია მეორე წირვის დროს შეუძლოდ გახდა
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2018 13:23
ილია მეორე წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს შეუძლოდ გახდა.

როგორც პირველ არხს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა, ამ დროისთვის ილია მეორე საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„პატრიარქი ფასანაურში ბრძანდებოდა, იქიდან ჩამოვიდა. ეტყობა სიმაღლის ცვლილებების გამო წნევის ცვალობადობა იყო. ახლა ვაკვირდებით, არ იყოს ვირუსული ინფექცია. დილას ცოტა შეუძლოდ ბრძანდებოდა, ექიმებმა თხოვეს, არ წაბრძანებულიყო ტაძარში, მაგრამ მაინც წავიდა. ეტყობა წნევა დაეცა და ამ ფონზე გახდა შეულძოდ.

ახლა თავს კარგად გრძნობს, საპატრიარქოში ბრძანდება და ისვენებს“,- განაცხადა ცისანა შარტავამ.

ტეგები