საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განცხადება გაკეთდება
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2018 18:26
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განცხადება გაკეთდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კახეთში ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ განცხადება გაკეთდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბრიფინგი 19:00 საათზე გაიმართება.

კახეთში, ძლიერი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელში სანიაღვრე არხები ადიდდა, დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი.