23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2018 21:38
23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ცვლილებები და სიახლეები გსურთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თანამოაზრეებთან, ნათესავებთან. მათი დახმარებით საკუთარი იდეების რეალიზებას შეძლებთ. 
 
კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. დაანახვეთ, რომ საქმის მცოდნეც ხართ და თქვენი ნდობაც შეიძლება, თავად კი მეტი დაკვირვება გმართებთ. იკონტაქტეთ მშობლებთან. 
 
ტყუპი
დღეს ჩვეულებრივზე მეტად ცნობისმოყვარე ხართ. შეიძლება გაგიტაცოთ ფსიქოლოგიამ, ასტროლოგიამ. ახალი იდეები თანამოაზრეებს, მეგობრებს გაუზიარეთ. 
 
კირჩხიბი
ნუ გგონიათ, რომ გარშემო მყოფების დახმარებისა და რჩევის გარეშე შეძლებთ განვითარებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან მეგობრებთან, გააცანით მათ თქვენი მიზნები. 
 
ლომი
თუ გუშინ მოიშორეთ ადამიანები, რომლებიც განვითარებაში გიშლიდნენ ხელს; საქმეები, რომლებსაც არ მოჰქონდათ შედეგი, დღეს შეგიძლიათ, ახალი მეგობრები, თანამოაზრები გაიჩინოთ და ახალ პროექტებზე დაიწყოთ მუშაობა. 
 
ქალწული
კარგი დღეა შეხვედრებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, ექსპერიმენტებისთვის. შეიძლება განაახლოთ კომპიუტერული პროგრამა. სამსახურში მიიღეთ ახალი თაამშრომლები. 
 
სასწორი
ინტელექტუალური და შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. ცნობისმოყვარე ხართ და ახლ გაგიჭირდებათ ახალი ცოდნის მიღება-აღქმა. საღამოს ბავშვებთან ერთად გაერთეთ, მეგობრულ დიალოგში აიყოლიეთ. 
 
მორიელი
გადახედეთ გარემოცვას, იქნებ ცვლილებას საჭიროებს გარემო - სახლსა და ოფისში. იქნებ, ზოგიერთ ადამიანს უნდა დაემშვიდობთ?.. ნუ იქნებით სტანდარტებსა და წესებზე მიჯაჭვული. 
 
მშვილდოსანი
ახლობლებთან (უცნობებთანაც კი) კონტაქტის სურვილი მოგეძალებათ. შეიძლება ფორუმებსა და ჩატებში გააქტიურდეთ. თუმცა, ეცადეთ, უცხო ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე არ ესაუბროთ. 
 
თხის რქა 
დღეს დილიდან უნდა დაგეგმოთ შესასრულებელი საქმეები, შეხვედრები. დააკვირდით მოვლენებს. ძალიან საინტერესო დღე გელით. იყავით მზად სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის. 
 
მერწყული
ცნობისმოყვარე, ორიგინალური და გამომგონებელი ხართ. დღეს ორი ხელით უნდა ჩაეჭიდოთ თქვენთვის მნიშვნელოვანს. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ძველი მეგობარი გამოჩნდეს. შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელიც იზიარებს თქვენ პოლიტიკურ, სამეცნიერო შეხედულებებს. 
 
თევზები
მარტოს გაგიჭირდებათ მოქმედება. ამიტომ, გვერდით ერთგული და გამოცდილი მეგობრები უნდა გყავდეთ. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, საოჯახო და სანათესავო საკითხების მოგვარებას, მაგრამ აი, გრანდიოზულ პროექტებს დღეს ნუ დაიწყებთ.