ძლიერმა წვიმამ რუსთავი დააზარალა
ამობეჭდვა · 22 / 07 / 2018 22:32
ძლიერმა წვიმამ რუსთავი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ რუსთავის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო დატბორილია რამდენიმე ქუჩა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ნალექის შედეგად, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

​ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.