"ეს არის ტყუილი ჩემი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილი"- მალხაზ კობაურის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2018 10:18
"ეს არის ტყუილი ჩემი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილი"- მალხაზ კობაურის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის მალხაზ კობაურის მათი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან.
კობაურები არც სამხარაულის ექსპერტიზის იმ დასკვნას ენდობიან, რომლის მიხედვითაც ლორა სმიტი გაუპატიურებულია, ბავშვს კი იარაღი მიბჯენით აქვს ნასროლი.

„ეს არის ტყუილი ჩემი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილი. რასაც უნდა იმას ათქმევინებენ როცა დაკითხეს ადვოკატის გარეშე და წინასწარ ნიმუშები აუღეს მაშინ იყო ჩემს შვილზე ზეწოლა, აღიარებინეს, რაც უნდოდათ.

როცა ნახეს ადვოკატთან ერთად, თავის ზუსტი ჩვენება რაც იყო მაშინ დაწერა, აღიარა რაც იყო, როგორც იყო და ვინც იყვნენ, მოძებნონ ისინი“- ამბობს მწყემსის დედა მარიამ მარტიაშვილი.

ტეგები