ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლების რეგისტრაცია დაიწყეს
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2018 13:13
ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლების რეგისტრაცია დაიწყეს

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ოფისში, ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლებისა და ყველა იმ პირის რეგისტრაცია დაიწყეს, ვინც მათი თქმით, სისტემის მსხვერპლია და უსამართლობის განცდა აქვს.

„დავიწყეთ რეგისტრაცია, ვისაც მოუკლეს შვილები, მოუკლეს ნათესავები და ჯერჯერობით მკვლელები ისევ გარეთ დადიან. შევაგროვებთ მონაცემებს და წარვუდგენთ ძალოვნებს. მათი პირდაპირი ვალდებულება არის, გამოიძიონ ეს საქმეები და დაზარალებულებს ჩემი ჩათვლით, არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ სამართალმა ვერ იზეიმა. ჩემი აზრით, უკვე დროა ქართველი ერი გამოფხიზლდეს და შერჩევით სამართალს წერტილი დაესვას“,-აცხადებს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა აქციების დროს დაზარალებულები პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებაზე ესაუბრნენ.
 

ტეგები