„ზოგი დედას გმობს რას ქვია გარბოდაო, დედაჩემი ასე არ იზამდაო...“
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2018 15:26
„ზოგი დედას გმობს რას ქვია გარბოდაო, დედაჩემი ასე არ იზამდაო...“

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

„ეს დღეები ვკითხულობ კომენტარებს ხადას ხეობაში მომხდარ საშინელებაზე და ერთადერთი რამის თქმა შემიძლია:
ასეთი მანიაკები (უარესიც) ყველგანაა და ამას ეროვნული ნიშანი არა აქვს. მაგრამ არ მეგულება არსად დედამიწაზე ამ ყველაფერზე იმის დამწერი და გამფიქრებელი ადამიანები რასაც ვკითხულობ და მესმის!

ზოგი დედას გმობს რას ქვია გარბოდაო, დედაჩემი ასე არ იზამდაო, ზოგი იმას აპროტესტებს, რას ქვია ქმართან სექსი ქონდა მანამდეო და არკვევს ერთდროულად ხო არ იყო, ზოგი რაღაც შეთქმულებებზე საუბრობს, ზოგი ითხოვს ამ ოჯახის საქმიანობის შესწავლას და ეს მანიაკი ეცოდება! ადვოკატი, რომელმაც ჯერ ზღაპრები შეთხზა და ეხლა დაცვაზე უარს ამბობს, ლამისაა გმირად გამოაცხადონ!

სერიოზულად ავად ვართ!

ტფუი!“

ტეგები