„თქვენი გოგოსთვის აქამდე მიგეხედათ“ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ბებია
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2018 15:39
„თქვენი გოგოსთვის აქამდე მიგეხედათ“ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ბებია

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლეობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლო დარბაზში დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას “ჯი ეიჩ- ენი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ბრალდებულის ოჯახის წევრებსა და მოკლული გოგონას მშობლებს შორის მოხდა. დაზარალებულის გაღიზიანება ბრალდებულის ბებიის რეპლიკას – „თქვენი გოგოსთვის აქამდე მიგეხედათ“ - მოჰყვა.

სიტუაციის განმუხტვა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.

ტეგები