სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს კვლავ სახაზინო ადვოკატი დაიცავს
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2018 22:13
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს კვლავ სახაზინო ადვოკატი დაიცავს

ხადის ხეობაში სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს, ისევ ის სახაზინო ადვოკატი დაიცავს, რომელსაც საქმე თავდაპირველად დაეწერა. ალუდა ბუჩუკური საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

ადვოკატი 19 წლის მწყემსს, გლდანის ციხეში 24 ივლისს მოინახულებს. შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გაყვება თუ არა დაცვის მხარე თავდაპირველ ვერსიას, რომელზეც ბრალდებული საუბრობდა. კობაური ამბობდა, რომ სმითები ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა.

ბრალდებულის დედა ექსპერტიზის ბიუროს შედეგებს, სადაც საუბარია ლორა სმითის გაუპატიურებაზე, გაყალბებულს უწოდებს.

21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ტეგები