უცნაური აღმოჩენა დიდგორზე (ფოტო)
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 11:10
უცნაური აღმოჩენა დიდგორზე (ფოტო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი,ირაკლი მჭედლიშვილი დიდგორზე უცნაური ქვების აღმოჩენის შესახებ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"მოკლედ, შაბათს დიდგორზე ვიყავი ოჯახით და სადღაც შუაგზაზე ეს უცნაური, სფეროსავით ქვები შეგვხვდა. ცოტა ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ დედაბუნება არ უნდა იყოს მათ შექმნაში გარეული, ხოლო ადამიანს (რომელ ეპოქაშიც არ უნდა გაეკეთებინა) დიდად არაფერში არგია და მის თლაში დრო და ენერგია, წესით არ უნდა დაეხარჯა.

ბურთები ყრია გზის პირას, სარემონტო სამუშაოების მახლობლად (გზას აკეთებენ). როგორც ჩანს კლიდს/გორის გამოღებისას ჩამოიყარა. ზოგი გზსათან ახლოს ყრია, ზოგი ისევ კლდეშია, ზოგი გატეხილია , ზოგიც მთელი.

სადაც ბურთები ყრია მაგ ადგილას ტრაქტორები არ/აღარ მუშაობენ. დევს ესენი ესე და დაახლოებით 40-50 მეტრში სხვა კლდეს თხრიან. თუმცა რამდენად შეატყობინეს შესაბამის სამსახურებს არ ვიცი (შეიძლება შეატყობინეს კიდეც და ელოდებიან).

მოკლედ მგონია რომ არქეოლოგიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ტიპები უნდა იყვნენ. თუმცა ჩვენ არც გეოლოგები ვართ და არც არქეოლოგები და არც გეოლოგებს ვიცნობთ და არც არქეოლოგებს ამიტომ საჯაროდ ვაზიარებ, რომ თუ ვინმე იცნობთ გეოლოგებს ან არქეოლოგებს, ცალი თვალით შეახედოთ, ემანდ რამე მნიშვნელოვანი არ იყოს და არ გაგვეპაროს", - წერს მჭედლიშვილი.

Irakli Mchedlishvili-ს ფოტო.

Irakli Mchedlishvili-ს ფოტო.

Irakli Mchedlishvili-ს ფოტო.

ტეგები