ესპანეთი საბერძნეთში ხანძრის ჩასაქრობად 2 თვითმფრინავს გაუშვებს
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 12:06
ესპანეთი საბერძნეთში ხანძრის ჩასაქრობად 2 თვითმფრინავს გაუშვებს

საბერძნეთის თხოვნის საპასუხოდ, ესპანეთი ხანძართან საბრძოლველად ორ თვითმფრინავს Canadair-ს გაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს. სტიქიის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა.

საბერძნეთმა სტიქიასთან საბრძოლველად მეზობელი ქვეყნებისგან დახმარება ითხოვა.

ტეგები