ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად განაცხადების მიღებას დაიწყო
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 14:03
ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად განაცხადების მიღებას დაიწყო

ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნული კინოცენტრი კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს. ფილმების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 3 აგვისტო.

შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

განიხილება ფილმები, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე, 7 დღის ვადაში უწყვეტად უნდა იდგეს საქართველოს კინოთეატრში;
უნდა ჰქონდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში (ან მიწვეული უნდა იყოს ასეთზე და მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის 30 სექტემბრამდე);
კინოთეატრში გამართულ პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;

პირობები

განაცხადში ფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება და სურვილი წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;
განაცხადს მწარმოებელმა უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;
წარმოდგენილი ფილმის ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ასევე კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;
განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ასევე საყურადღებოა:

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7 დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2018 წლის 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე;
იმ შემთხვევაში, თუ ფილმს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში, მაგრამ ფილმი მიწვეულია 2018 წლის 30 სექტემბრამდე რომელიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ოფიციალური მოწვევის წერილი;

ტეგები