საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 15:23
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა

ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით მოასპარეზე ვაჟთა გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა. 

საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) ტ16-ში აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 45-38 დაამარცხა. შემდეგ შეხვედრას ქართველი ირანელებთან გამართავენ.

ტეგები