I-VI კლასის მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 16:07
I-VI კლასის მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

I-VI კლასების სახელმძღვანელოების ნაწილი გრიფირებულია. რაც შეეხება დარჩენილ საგნებში სახელმძღვანელოებს, მათი
გრიფირება უახლოეს პერიოდში მოხდება. იმის გათვალისწინებით, რომ გრიფირების მთავარ მიზანს
სკოლებში ხარისხიანი სახელმძღვანელოების შეტანა წარმოადგენს, რამდენიმე საგანის სახელმძღვანელოზე მუშაობა ამ ეტაპზეც გრძელდება.

გრიფირების პროცესში 200-მდე სპეციალისტი მონაწილეობდა. საგნის სპეციალისტების გარდა, სახელმძღვანელოები ფილოლოგებისა და ფსიქოლოგების
მიერ შეფასდა.

სახელმძღავანელოების შეფასება განხორციელდა ორ დონეზე. გარდა ამისა, ის ხელმისწვდომი იყო საზოგადოებრივი
განხილვისთვის. შედეგად, სახელმძღვანელოები დაკორექტირდა სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ ეტაპზე სახელმძღვანელოებს სკოლები ირჩევენ.

რაც შეეხება დარჩენილ საგნებში სახელმძღვანელოებს, მათი გრიფირება უახლოეს პერიოდში მოხდება. იმის
გათვალისწინებით, რომ გრიფირების მთავარი მიზანია სკოლების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, რამდენიმე საგნის სახელმძღვანელოზე მუშაობა ამ ეტაპზეც გრძელდება.

მუშავდება არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საკითხიც, რაც საუკეთესო წიგნების ადაპტაციას და სასწავლო პროცესში მათ დანერგვას გულისხმობს.

ტეგები