დავით ზალკალიანი სამძიმარს უცხადებს ბერძენ ხალხს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 16:18
დავით ზალკალიანი სამძიმარს უცხადებს ბერძენ ხალხს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სტიქიის დროს საბერძნეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

"შემძრა ინფორმციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა ათეულობით ადამიანი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელსუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საბერძნეთში ათენის გარეუბანში გაჩენილ ხანძრთან დაკავშირებით.

ტეგები