საბერძნეთში დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 18:53
საბერძნეთში დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

საბერძნეთში, ათენთან ახლოს, სადაც ტყის ხანძარი მძვინვარებს, სტიქიამ 74 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია 187 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი.

23 ივლისს საბერძნეთში ტყის ხანძარი გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მაღალი ტემპერატურა და ნალექების სიმცირე გახდა. სტიქიის სედეგად ასობით სახლი და მანქანა დაიწვა.

ტეგები