საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთს დახმარებას სთავაზობს
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 19:39
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთს დახმარებას სთავაზობს

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთს დახმარებას სთავაზობს.

"საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ქართველი ხალხის სახელით, ნება მიბოძეთ გამოვხატო ღრმა მწუხარება მასშტაბური ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა და რომელმაც უდიდესი ზარალი გამოიწვია.
ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს.
გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
ძვირფასო გენერალურო მდივანო, გთხოვთ, მიიღეთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა", - მიმართავს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივანს იანის კაპაკისს.

საბერძნეთსი, ათენთან ახლოს ტყის ხანზარი მეო დღეა ძვინვარებს. სტიქიის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა, 178 კი დაშავებულია. დამწვარია ასობით სახლი და მანქანა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ტეგები