25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 21:41
25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აქტიურიც უნდა იყოთ და ინტუიციაზე დაყრდნობითაც უნდა იმოქმედოთ. ინფორმაციის გაცვლის დღეა. გარშემო მყოფებმა შეიძლება საიდუმლოებებიც გაგანდონ.

კურო
დიპლომატიურად და თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოთ. გაგიადვილდებათ იდეების განხორციელება. ოჯახის წევრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.

ტყუპი
მეტი ყურადღება დაუთმეთ კარიერას, შემოსავალს, სტატუსს. რთულ სიტუაციაში შეინარჩუნეთ წონასწორობა. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას.

კირჩხიბი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაგეგმავად, სწავლის დასაწყებად, პოლიტიკურ ან რელიგიურ საკითხებში ჩასაღრმავებლად. მეტად გამოავლინეთ მუსიკალური და ფსიქოლოგიური უნარი.

ლომი
გავლენიანი ნათესავები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, გაშიფრეთ კოდები. მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური, სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებისას.

ქალწული
არ გაგიჭირდებათ სპეციალისტების მოძებნა. მათი დახმარებით კი ყველა საქმეს მოაგვარებთ. პირად ურთიერთობაში იყავით მაქსიმალურად დელიკატური და დიპლომატიური.

სასწორი
თუ დახმარებას, რჩევას გთხოვენ, უარი არ თქვათ, მაგრამ დღეს სცენაზე ნუ იბრწყინებთ, უმჯობესია, ჩრდილში დადგეთ. იყავით ხელმისაწვდომი, ნუ გამორთავთ მობილურს, სოციალურ ქსელებს.

მორიელი
დაკვირვებულად და მიზანმიმართულად იმოქმედეთ. დღეს დასვენებისა და სიზარმაცის საშუალება არ მოგეცემათ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად.

მშვილდოსანი
კარგი დღეა საბინაო (მემკვიდრეობა, გაცვლა, გაყიდვა) საკითხის მოსაგვარებლად. დაეხმარეთ კოლეგებსა და ოჯახის წევრებს საქმეების მოგვარებაში. ნებადართულია ქველმოქმედებაც.

თხის რქა
დილიდან შეადგინეთ შესასრულებელი საქმეების სია. კარგი დღეა სწავლის, ინფორმაციის გასაცვლელად, კონსულტაციისა და მიმოწერისთვის. გულს შემთხვევით ადამიანებს ნუ გადაუშლით.

მერწყული
კარგად გაიაზრეთ რა გსურთ. შეიძლება ბიზნესის დაწყება (სამედიცინო, სასტუმროების, კვებისა და ინფორმაციის სფეროში) მოგინდეთ. მთავარია, კანონი არ დაარღვიოთ.

თევზები
თუ დაღლილი ან დაკავებული ხართ მხოლოდ მაშინ სთხოვეთ დახმარება გარშემო მყოფებს. სხვა შემთხვევაში "მძიმე ტვირთად" ნურავის დააწვებით. მხატვრებსა და არტისტებს იდეებს განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ.

ტეგები