ჩხუბი ბერლინის ლტოლვილთა ბანაკში - მოკლულია 1 ქართველი და დაშავებულია 10 (ვიდეო)
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 23:32
ჩხუბი ბერლინის ლტოლვილთა ბანაკში - მოკლულია 1 ქართველი და დაშავებულია 10 (ვიდეო)

ბერლინის ლტოლვილთა ბანაკში მასობრივი ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც ერთი ქართველი გარდაიცვალა და ათი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "

გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თქმით, კონფლიქტი ბანაკში ჯერ საქართველოს 29 წლის მოქალაქესა და 18 წლის სუდანელს შორის დაიწყო.

მათი თქმით, ჩხუბის შემდეგ სუდანის მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ დაშავებულის მეგობრები ბანაკში მცხოვრებ ქართველებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მათივე ინფორმაციით,  ბერლინის ლტოლვილთა ბანაკში საქართველოსა და სუდანის მოქალაქეების შორის კონფლიქტის მიზეზი ქურდობა გახდა. მათი თქმით, ბანაკში მცხოვრებ რამდენიმე ქართველს ძვირფასი ნივთები მოპარეს.

თავშესაფრის მაძიებელთა დროებით საცხოვრებელში სისხლიანი დაპირისპირების ამბავი კი მას შემდეგ გახმაურდა, რაც საქართველოს ორმა მოქალაქემ ტერიტორიის დატოვება და ინფორმაციის მიწოდება ბერლინში მცხოვრები სხვა ქართველებისთვის შეძლო.

10 დაშავებული ქართველიდან ოთხი ამ დრომდე ბერლინის საავადმყოფოშია. ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ჯერჯერობით ვერ ხერხდება ბერლინის ლტოლვილთა ბანაკში გარდაცვლილი და დაშავებული ქართველების იდენტიფიცირება. იმის გამო, რომ საქართველოდან ჩასულები გერმანიის მთავრობას თავშესაფარს სთხოვდნენ, ოფიციალურ უწყებებს არა აქვთ უფლება, მათი პერსონალური მონაცემები საქართველოს საელჩოს გადასცენ.

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში მომხდარი ჩხუბის გამოძიება გერმანიის პოლიციამ უკვე დაიწყო.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩხუბის დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ჯერ არ ადასტურებს.

"კურიერთან" რესპონდენტები ამბობენ, რომ უკვე წლებია, რაც გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლობას საქმის კურსში აყენებენ, რომ ბანაკებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც არ არსებობს და იქ ქართველებს არაადამიანურად ექცევიან. 


 

ტეგები