სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა მოკლეს
ამობეჭდვა · 24 / 07 / 2018 23:57
სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა მოკლეს

პანკისის ხეობაში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ძმა თამაზ ბათირაშვილი სირიაში დაიღუპა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

არსებული ინფორმაციით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში იყო. 36 წლის თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა დღეს გავრცელდა.

თამაზ ბათირაშვილის უფროსი ძმა არხან ბათირაშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა. ის დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი ის ერაყში 2016 წელს მოკლეს.

თამაზ ბათირაშვილი 25-ე პანკისელი ახალგაზრდაა, რომლის გარდაცვალების შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა.

ტეგები