ერთადერთი მიზანი, სურვილი და ოცნება არის ჩვენი სამშობლოს გაძლიერება - ვანო ზარდიაშვილი
ამობეჭდვა · 25 / 07 / 2018 14:46
ერთადერთი მიზანი, სურვილი და ოცნება არის ჩვენი სამშობლოს გაძლიერება - ვანო ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, თუ ოპონენტებს ქვეყნის წარმატება სურთ, სიცრუის ტირაჟირება უნდა შეწყვიტონ.

"ვისურვებდი, რომ გუშინდელი გულწრფელი ინტერვიუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩვენმა ოპონენტებმა ასევე გულწრფელად მიიღონ, მიხვდნენ და დაიჯერონ რომ ერთადერთი მიზანი, სურვილი და ოცნება არის ჩვენი სამშობლოს გაძლიერება, გამთლიანება, ეკონომიკური წინსვლა, დემოკრატიის განვითარება და თითოეული მოქალაქის ოჯახის კეთილდღეობაა. თუ მათ ჩვენი ქვეყნის ოდნავი წარმატება მაინც სურთ, უნდა შეწყვიტონ ტყუილების ტირაჟირება, მოგონილი ცილისმწამებლური კამპანიები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომელიც აზიანებს საქართველოს იმიჯს. იმსჯელონ, გვაკრიტიკონ, თემატური, პროფესიული დისკუსიები გამართონ და არ გაუშვან შანსი ქვეყანაში ჯანსაღი, ღირსეული ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბების, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის ხედვები, გზები და დამოკიდებულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მომავლ გეგმებზე. იგი საკუთარი ქმედებებით ანახებს გუნდსაც  და ჩვენს ოპონენტებსაც, რომ სამშობლოს სიყვარული და ინტერესები ყველაფერზე ზევით დგას.  არასდროს არ ყოფილა რომ ხელისუფლება ასე უსმენდეს და ზრუნავდეს  თავის მოქალაქეებზე, მყისიერად რეაგირებდეს ნებისმიერ საჭიროებებზე, ჩვენ ეს შევძელით და ამას ჭირდება შენარჩუნება, გაფრთხილება, რომ შემდეგმა ხელისუფლებებმა ვეღარასდროს გაბედონ  საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, უფლებების შელახვა. მე მჯერა რომ  ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას!!!", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ტეგები