გლდანის რიაონში კიდევ ოთხი ფიტნეს ზონა მოეწყო
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 12:21
გლდანის რიაონში კიდევ ოთხი ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის სავარჯიშო ფიტნეს ზონები ეწყობა. სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი გლდანის რაიონში კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა.

ფიტნეს ზონები ამჯერად, ანდრონიკაშვილის პირველ შესახვევში არსებულ სკვერში, გლდანის ა მ/რ-ის N62-63 კორპუსების, ვეკუას ქუჩა N10 კორპუსისა და გლდანის მე-3 მ/რ-ის N68ა-68ბ კორპუსების მიმდებარედ განთავსდა.

ტრენაჟორების მოწყობის დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიაქაუტაძემ მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შესაბამისად, ფიტნეს ზონებს და სპორტულ სივრცეებს აქტიურად ვაწყობთ. მოხარული ვართ, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებს ჩვენს მიერ მოწყობილ სივრცეებს. დღეს, კიდევ ოთხ მისამართზე, ახალი ფიტნეს ზონის მოწყობა დავასრულეთ. საერთო ჯამში კი, მიმდინარე წელს 12 ასეთი ზონა მოვაწყვეთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ფიტნეს ზონის მოწყობის სამუშაოები შპს „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნული სამუშაოებისთვის 65 274 ლარი გამოიყო.

ტეგები