არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა, დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 12:26
არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა, დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა.

„მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა – დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ხედვაც, ვადებიც, პრიორიტეტული რეფორმებიც, რომელიც პრემიერმა დაასახელა, მიუთითებს, რომ მას გამოწვევების არ ეშინია. მისი ეს უპირატესობა უკვე გამოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის ინიციატივის, ჭუბერის კრიზისზე რეაგირების, მთავრობის რესტრუქტურიზაციის და სხვა გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტეგები