„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რაც პრემიერმა გააკეთა მართვის ეფექტიანობის ზრდის საკითხზე“ - ზაზა გაბუნია
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 12:46
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რაც პრემიერმა გააკეთა მართვის ეფექტიანობის ზრდის საკითხზე“ - ზაზა გაბუნია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება.

"ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მთავრობას რეგიონული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებაში, რადგან ჩვენი კომიტეტისთვის, რომელიც რეგიონული პოლიტიკის განმსაზღვრელია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის აქცენტები, რაც პრემიერმა გააკეთა მართვის ეფექტიანობის ზრდის საკითხზე", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ტეგები