ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 16:39
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა, რომელიც 17:00 საათზე გაიმართება. განცხადება შეეხება ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხს.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების ხაიშსა და ჭუბერში შესვლას დღეს ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო. ხაიშის ცენტრში ვითარება ამ დრომდე არ განმუხტულა.
 

ტეგები