სოფელ ჭუბერის რწმუნებულს შსს-ს წარმომადგენლები ხვდებიან
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 16:42
სოფელ ჭუბერის რწმუნებულს შსს-ს წარმომადგენლები ხვდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია იმყოფებიან ხაიშის პოლიციის განყოფილებაში, სადაც რამდენიმე ადგილობრივთან და სოფელ ჭუბერის რწმუნებულთან ერთად ხე-ტყის უკანონოდ მოჭრასთან დაკავშირებით დღეს დილით ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ და ადგილობრივების პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

ჭუბერსა და ხაიშშის დამაკავშირებელ გზაზე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საგამოძიებო სამსახური ხე- ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად სოფელში დღეს დილით შევიდა.

 

ტეგები