ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს სტრასბურგში გამგზავრებას გეგმავენ
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 16:48
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს სტრასბურგში გამგზავრებას გეგმავენ

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 5 აგვისტოს სტრასბურგში გამგზავრებას გეგმავენ. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

„ფაქტია, საქართველოში ჭეშმარიტებას ვერ მივაღწიე. წესით, არ უნდა მიწევდეს არც მე და არც ბატონ მალხაზ საზღვრებს გარეთ გასვლა, მაგრამ ფაქტია, დავდექით იმის წინაშე, აუცილებლად უნდა მივმართოთ ევროპულ სასამართლოს დახმარებისთვის, რომ როგორმე დავადგინოთ ჩვენი შვილების წინააღმდეგ ეს უმსგავსო გამოძიება. არ ეხებიან პირდაპირ მკვლელებს, რაღაც ირიბად მიჰყავთ გამოძიება, არ ეხებიან არც გამომძიებლებს და არც პროკურორებს“, – განაცხადა სარალიძემ


მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ორივე დანაშაული სახელწიფომ ჩაიდინა:

"რაც შეეხება თემირლანის საქმეს, მე ყველანაირად ვეცდები, ჩემს მეგობრებთან ერთად, ის რაც პანკისის ხეობაში მოხდა, დასახელდეს არა სპეცოპერაციად, არამედ ტერაქტად.

ამას მივაღწევთ და ისევ ამ ადამიანების დახმარებით, რადგან როგორც დათოს, ისე თემირლანის პატივსაცემად არიან ადამიანები, რომლებიც აქ მიხედავენ ყველაფერს.

რაც შეეხება პანკისის ხეობას, ისინი ძალოვნების მხრიდან დღესაც დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და მათ შუაზე გახლეჩასა და ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობენ, თუმცა ეს არასდროს მოხდება" – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
 

ტეგები