„ვეცდებით კანონიერ ფარგლებში მოექცეს ის, რა ნაწილიც უკანონო იყო“ - სოზარ სუბარი ზემო სვანეთში განვითარებულ მოვლენებზე
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 21:18
 „ვეცდებით კანონიერ ფარგლებში მოექცეს ის, რა ნაწილიც უკანონო იყო“ - სოზარ სუბარი ზემო სვანეთში განვითარებულ მოვლენებზე

სოფელ ხაიშში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი იმყოფება. სუბარი განცხადებით, მთავარია მიმდინარე მოვლენებით ხალხი არ დაზარალდეს და „კანონიც კანონობდეს“:

„ჩვენ არ ჩამოვსულვართ აქ რეცეპტებით, ჩვენ ჩამოვედით სალაპარაკოდ, როცა ლაპარაკს იწყებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ყველაზე მიუღებლის განხილვისთვისაც კი, რომ მერე სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტა მოვნახოთ. ხალხი არ დაზარალდეს და კანონიც კანონობდეს. ვერ იქნება განსხვავებული კანონი, მაგრამ მეორე მხრივ, ბევრი ადამიანი მუშაობს ამ თემაზე, მათი შემოსავალია ხე-ტყე, ვეცდებით, რომ ან ალტერნატიული დასაქმება გამოინახოს, ან კანონიერ ფარგლებში მოექცეს ის, რა ნაწილიც უკანონო იყო,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტეგები