ჭუბერი-ხაიშის გზაზე მოძრაობა აღდგა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 22:05
ჭუბერი-ხაიშის გზაზე მოძრაობა აღდგა

ჭუბერი-ხაიშის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. პოლიციის დახმარებით მანქანებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ. პრემიერმინისტრის მრჩეველთან, სოზარ სუბართან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებმა ბარიკადების მოშლა დაიწყეს.

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ადგილობრივები პროტესტს დროებით შეწყვეტენ. მათ პირობა მიიღეს, რომ ამ ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შეაჩერებს და სოფელში არც სპეცნაზი შევა.

არსებული ინფორმაციით, ამ ათი დღის განმავლობაში ადგილზე სიტუაციას მინისტრები გაეცნობიან.

ტეგები