სოფელ ხაიშში აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგენილია
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 22:26
სოფელ ხაიშში აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფელ ხაიშში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ გადაკეტილი გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. გზები გახსნილია. როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდე ხოჯევანიშვილმა.

ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე გაჩერებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადს არეგულირებენ და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სოფელ ხაიშში მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ მოსახლეობის უსაფრთხოებას.

ტეგები