ესპანეთში ასობით აფრიკელი მიგრანტი შეიჭრა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2018 22:36
ესპანეთში ასობით აფრიკელი მიგრანტი შეიჭრა

აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქში, სეუტაში, რომელიც ესპანეთს ეკუთვნის, აფრიკელი მიგრანტები შეიჭრნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მიგრანტები ქალაქის მოსაზღვრე სახელმწიფოდან, მაროკოდან არიან.

მათი შეჩერება მესაზღვრეებმა და პოლიციამ სცადა, თუმცა მიგრანტებმა საზღვარზე არსებული ღობე გაჭრეს და ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაინც შეიჭრნენ. 

დაშავებულია 16 მიგრანტი და 15 პოლიციელი. 

ტეგები